სპორტკომპლექს “არენაში” მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე 9 შეხვედრაღა დარჩა ჩასატარებელი.
დღეს, მედლები 60, 74 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებში თამაშდება. წინასწარი ეტაპის შეხვედრების შემდეგ, გამოვლინდნენ ფინალისტები და ის მოჭიდავეები, რომელებიც მე-3 ადგილის დასაკავებლად იბრძოლებენ.
60 კილოგრამის ფინალში ერთმანეთს ირაკლი ჭოჭუა და ფირუზ ჭულუკიძე დაუპირისპირდებიან, 74 კილოგრამში - მანუჩარ ცხადაია და ზურაბ დათუნაშვილი, ხოლო 96 - სოსო ჯაბიძე და ამირან ზარნაძე.
საღამოს შეხვედრები 17:00 საათიდან დაიწყება.
ოთარ მაღლაკელიძე







