ფეხბურთი

12:48 | 19.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” და “სიტი” კასილიასისთვის იბრძვიან

ლონდონის “არსენალსა” და “მანჩესტერ სიტის” მადრიდის “რეალის” მეკარის – იკერ კასილიასის შეძენა სურთ. Mirror-ის ცნობით, ინგლისელები “სამეფო კლუბს” ესპანელის ტრანსფერის თაობაზე რეგულარულად მიმართავენ.

“სიტი” კასილიასს ჯო ჰარტის შემცვლელად მოიაზრებს. მოგეხსენებათ, ინგლისელმა მეკარემ სამწვრთნელო შტაბის ნდობა დაკარგა და კლუბის ხელმძღვანელებმაც მის შემცვლელზე ფიქრი დაიწყეს. რაც შეეხება “არსენალს”, ლონდონელები ვოიცეხ შესნისთვის ღირსეულ კონკურენტს ეძებენ და 32 წლის კარის დარაჯიც ამიტომ სურთ.

თითქმის წელიწადია, კასილიასმა “რეალის” სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და არაა გამორიცხული, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის წინ, კლუბის შეცვლა გადაწყვიტოს.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095104