ფეხბურთი

12:59 | 23.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” ფალკაოში 80 მილიონს გადაიხდის?

არსენ ვენგერი ამტკიცებს, რომ “არსენალს” შეუძლია, 80 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს კოლუმბიელ რადამელ ფალკაოში, რადგან კლუბი რადიკალურად ცვლის საფინანსო პოლიტიკას.
Daily Mail-ის ცნობით, ოთხი დღის წინ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში მიუნხენის “ბაიერნთან” დამარცხების (1:3) შემდეგ, “მეთოფეები” ქომაგების საშინელი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან და როგორც ჩანს, კლუბის მფლობელები ზაფხულში უპრეცედენტო ბიუჯეტს მიიღებენ და ახალი ფეხბურთელების შესაძენად ძალიან დიდ ფულს დახარჯავენ.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის კოლუმბიელის გადაბირება “ჩელსის” და “სიტისაც” სურთ. სავარაუდო თანხად 40 მილიონი სახელდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091504