ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ლონდონის “არსენალი” მიუნხენის “ბაიერნის” ბრაზილიელი ნახევარმცველის – ლუის გუსტავუს შეძენას ეცდება. ამის შესახებ Goal.com-ი იუწყება.
სავარაუდოდ, ლონდონელები მიუნხენელებს სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს შესთავაზებენ. “არსენალი” გუსტავუს კატალონიის “ბარსელონაში” გადაბარგებული ალექს სონგის შემცვლელად განიხილავს.
ჯერჯერობით, გერმანული მხარე შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. გუსტავუს ბედი მას შემდეგ გადაწყდება, რაც პეპ გვარდიოლა დაიკავებს “ბაიერნის” თავკაცის პოსტს.







