ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობა გუნდის თავკაც არსენ ვენგერს 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობს. ამის შესახებ Daily Mail-ი იუწყება.
ახალი ხელშეკრულების ძალით, ფრანგი სპეციალისტის წლიური ანაზღაურება 8 მილიონი გირვანქა სტერლინგი გახდება. სადღეისოდ, “მეთოფეთა” დამრიგებელი 500 ათასი გირვანქა სტერლინგით ნაკლებს გამოიმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ ვენგერის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2014 წლის ზაფხულში ეწურება. მისი გადაბირებით ფრანგული “პარი სენ-ჟერმენია” დაინტერესებული.









