სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

10:30 | 24.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალმა” და “ჩელსიმ” “ლივერპულის” წისქვილზე დაასხეს წყალი

 

 

ძალიან საინტერესო და დაძაბული ვითარებაა პრემიერლიგაში და ეს გასაკვირი არაა. წუხანდელი მატჩის შემდეგ პირველსა მერვე ადგილებს შორის სხვაობა მხოლოდ 8 ქულაა და ცხრილის ზედა ნაწილში ისეთი სიმჭიდროვეა, რომ ყოველ ტურში უამრავი ცვლილებები ხდება.

“ემირეითსზე” შეკრებილი მაყურებელი უკეთეს სანახაობას ელოდა, მაგრამ გოლები არ გასულა. თავიდან სტუმრები უფრო აქტიურები იყვნენ, ლამპარდმა ხარიხასაც გაარტყა ბურთი, მერე მასპინძლებიც გამოფხიზლდნენ, თეო უოლკოტი წაიქცა საჯარიმოში საეჭვოდ, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მეორე ტაიმში რამდენჯერმე ჟირუს შეეძლო გატანა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ძლიერმა ქარმა და წვიმამაც დაასვა შეხვედრის მიმდინარეობას დაღი.

ამრიგად, უკვე მესამე ტურია “არსენალი” ვეღარ იმარჯვებს.

ფრე სამართლიანი შედეგი იყოო – თქვა მერე ჟოზე მოურინიომ. არსენ ვენგერმა კი მსაჯი გააკრიტიკა, ვერ გამიგია, უოლკოტის წაქცევის ეპიზოდში პენალტი რატომ არ დანიშნაო.

უგოლო ფრემ ლიდერად ისევ “ლივერპული” დატოვა.

არსენალი – ჩელსი 0:0

ლონდონი. “ემირეითსი.” 60 039

არსენალი: შჩესნი, მერტესაკერი, სანია, ვერმალენი, გიბსი, როსიცკი, იოზილი, არტეტა, რემზი, უოლკოტი, ჟირუ

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ჩელსი: ჩეხი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა, ლამპარდი, ობი მიკელი, ვილიანი (ოსკარი 77), რამირესი, აზარი (შურლე 73), ფერნანდო ტორესი (დავიდ ლუისი 87)

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გაფრთხილება: უოლკოტი (66), როსიცკი (70); რამირესი (64)

მსაჯი: მაიკ დინი

ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 0(2)-3(3), ჯარიმა: 7-11, კუთხური: 8-6, თამაშგარე: 3-2, სეივი: 4-2

მეგოლეები:

19 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)

13 – სერხიო აგუერო (“სიტი”)

9 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”), იაია ტურე (“სიტი”)

0.161526