სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:58 | 20.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალმა” მოუგებელი სერია შეწყვიტა, “ლივერპულმა” - განაგრძო

პრემიერლიგის მე-5 ტურის პირველმა დღემ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა. ბირმინგემში მე-2 ადგილოსანმა “ასტონ ვილამ” ლონდონის “არსენალს” უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად, უშანსოდ 0:3 განადგურდა. ყველაფერი შეხვედრის ოთხწუთიან მონაკვეთში გადაწყდა – 32-ე წუთიდან 36-მდე მოყოლებული “მეთოფეებმა” სამი გოლი გაუტანეს მასპინძლებს და გამარჯვებულის ვინაობა ნაადრევად გაარკვიეს. ანგარიში ოზილმა გახსნა 32-ე წუთზე უელბეკის პასით, 2 წუთში ფეხბურთელებმა როლები შეცვალეს და ამჯერად ოზილმა გაატანინა უელბეკს, რომლისთვისაც პირველი გოლი აღმოჩნდა “არსენალის” მაისურით. მესამე გოლი კი, ალი სისოკომ გაიტანა თავის კარში - 0:3.

ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო “ლივერპულმა”. “ვესტ ჰემი” მე-8 წუთზე უკვე 2:0 ამარცხებდა სტუმრებს. ანგარიში სტანდარტული მდგომარეობიდან გაიხსნა და მე-2 წუთზე რიდმა წინ გაიყვანა “ჩაქუჩები”. 5 წუთში ლონდონელებმა ორამდე გაზარდეს სხვაობა, სახომ დიდებული დარტყმით გაზარდა სხვაობა. სტერლინგმა პირველ ტაიმში ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა, მაგრამ მეტი ვეღარაფერი შეძლეს მერსესაიდელებმა. შეხვედრის ბოლოს, დაუნინგის შესანიშნავი პასი მორგან ამალფიტანომ გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.   
შესანიშნავ ფორმაში შევიდა “საუთჰემპტონი” და ზედიზედ მესამედ იმარჯვა. რონალდ კუმანის გუნდს ვილფრიდ ბონიც დაეხმარა, რომელმაც 39-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და 10 კაცით დატოვა თავისი გუნდი. ერთადერთი ბურთი ვანიამამ გაიტანა მე-80 წუთზე – 0:1.
უეჭველ გაგდებას იხსნა ალან პარდიუ, პაპის დემბა სისემ. სენეგალელი ფორვარდი, ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა “ნიუკასლს” და მისმა დაბრუნებამ ალან პარდიუს თანამდებობაზე დარჩენის შანსი დაუტოვა. შეცვლაზე შემოსულ შემტევს 18 წუთი დასჭირდა დუბლის გაფორმებისთვის. იქამდე, “კაჭკაჭები” იელავიჩმა და დიამემ დაამწუხრეს “ჰალის” რიგებიდან.
“ქუინზ პარკ რეინჯერსი” “სტოკთან” გამართულ საშინაო შეხვედრაში, ბოლო წუთებზე გადაურჩა მორიგ წაგებას, ხოლო “ბარნლი” და “სანდერლენდი” უგოლოდ გაიყარნენ.   

ქპრ – სტოკი 2:2 (1:1)
ლონდონი, “ლოფტუს როად სთედიუმი”
ქპრ (4-3-1-2): გრინი, კოლკერი, ფერდინანდი, ისლა, ტრაორე, მუტჩი (ჰენრი 50), ბარტონი (ფილიპსი 34), ფერი, კრანჩარი, აუსტინი, ვარგასი (ზამორა 70).
მწვრთნელი: ჰარი რედნაპი
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, უილსონი, ბერდსლი, პიტერსი, ველანი, ნ’ზონზი, მოზესი (არნაუტოვიჩი 79), ადამი (სიდუელი 70), დიუფი, კრაუჩი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
გოლები: 0:1 დიუფი (11), 1:1 კოლკერი (42), 1:2 კრაუჩი (51), 2:2 კრანჩარი (88).
გაფრთხილებები: ტრაორე, ფერი – პიტერსი, დიუფი, შოუკროსი, სიდუელი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 20(4)-7(4), ჯარიმა: 5-15, კუთხური: 10-1, თამაშგარე: 0-1, სეივი: 2-2     


ასტონ ვილა – არსენალი 0:3 (0:3)
ბირმინგემი, “ვილა პარკი
ასტონ ვილა (4-4-1-1): გუზანი, სენდეროსი, კლარკი, სისოკო, ჰატონი, დელფი, კლევერლი, ვაიმანი (გრელიში 46), რიჩარდსონი (ნ’ზოგბია 77), სანჩესი (ბაკუნა 86), აგბონლაჰორი.
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი
არსენალი (4-2-3-1): შესნი, კოშელნი, მერტესაკერი, ჩემბერსი, გიბსი, რემსი (უილშირი 78), არტეტა, კასორლა, ოზილი, ჩემბერლენი (როსიცკი 78), უელბეკი (პოდოლსკი 78).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
გოლები: 0:1 ოზილი (32), 0:2 უელბეკი (34), 0:3 სისოკო (36).
გაფრთხილებები: კლარკი – ჩემბერსი, რემსი, უილშირი
მსაჯი: მაიკ ჯონსი
ბურთის ფლობა: 29%-71%, დარტყმა: 6(2)-9(3), ჯარიმა: 11-9, კუთხური: 5-5, თამაშგარე: 1-2, სეივი: 0-2   

 

ბარნლი – სანდერლენდი 0:0
ბარნლი, “ტურფ მური”
ბარნლი: ჰიტონი, მი, შაკელი, დაფი, ტრაიპერი, ჯონსი (ვოლასი 86), არფილდი, მარნი, ბოიდი (რიდი 92), სორდელი (ბარნსი 63), იუტკევიჩი.
მწვრთნელი: სეან რიჩი
სანდერლენდი: მანონე, ვერჯინი, ოში, ბრაუნი, ვან აანჰოლტი, როდუელი, კატერმოლი, ჯონსონი (ალტიდორი 67), ჯაკერინი (ბაკლი 73), ლარსონი (გომესი 67), ვიკჰემი.
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი
გაფრთხილებები: მარნი – როდუელი, ოში
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 17(6)-14(6), ჯარიმა: 14-14, კუთხური: 5-1, თამაშგარე: 2-1, სეივი: 6-6   


ნიუკასლი – ჰალი 2:2 (0:0)
ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული, დუმეტი, ჯანმაატი, უილიამსონი, კოლოჩინი, ტიოტე (ამეობი 85), კოლბეკი, გუფრანი (პერესი 94), კაბელია, სისოკო, რივიერი (სისე 69).
მწვრთნელი: ალან პარდიუ
ჰალი (4-4-2): მაკგრეგორი, დოუსონი, დევისი, ელმოჰამედი, რობერტსონი (როსენიორი 88), ქუინი, დიამე, ლივერმორი, ჰადლსტოუნი, ერნანდესი (ალუკო 55), იელავიჩი (მეილერი 81).
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
გოლები: 0:1 იელავიჩი (48), 0:2 დიამე (68), 1:2;2:2 სისე (73;87).
გაფრთხილებები: კოლოჩინი, სისოკო, კაბელია, ამეობი – რობერტსონი, ალუკო
მსაჯი: ნილ სვერბრიკი
ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 26(7)-10(3), ჯარიმა: 11-11, კუთხური: 4-2, თამაშგარე: 1-5, სეივი: 1-5   


სუონსი – საუთჰემპტონი 0:1 (0:0)
სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, რანხელი, ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი, კი (ემნსი 85), შელვი, დაიერი (მონტერო 59), სიგურდსონი, რუტლიჯი, ბონი.
მწვრთნელი: გარი მონკი
საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, იოშიდა (გარდოში 46), ფონტე, კლაინი, ბერტრანი, კორკი (დევისი 64), უარდ-პროუსი (ვანიამა 69), შნეიდერლენი, ტადიჩი, პელე, ლონგი.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
გოლი: ვანიამა (80).
გაძევება: ბონი (39).
გაფრთხილებები: ბონი - ფონტე, იოშიდა, ბერტრანი, შნეიდერლენი
მსაჯი: ჯონათან მოსი   
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 4(1)-11(4), ჯარიმა: 11-15, კუთხური: 2-4, თამაშგარე: 0-2, სეივი: 3-1

ვესტ ჰემი – ლივერპული 3:1 (2:1)
ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”
ვესტ ჰემი (4-3-3): ადრიანი, კრესველი, რიდი, ტომკინსი, დემელი (ჯენკინსონი 61), კუაიტე, ნობლი, სონგი (ამალფიტანო 69), დაუნინგი, ვალენსია (კოლინსი 79), დ.სახო.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
ლივერპული (4-3-1-2): მინოლე, შკრტელი, ლოვრენი, მორენო, მანკილიო (მ.სახო 22), ლეივა (ლალანა 46), ჯერარდი, სტერლინგი, ჰერდერსონი, ბორინი (ლამბერტი 75), ბალოტელი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
გოლები: 1:0 რიდი (2), 2:0 დ.სახო (7), 2:1 სტერლინგი (26), 3:1 ამალფიტანო (88).
გაფრთხილებები: რიდი, ადრიანი, კუაიტე, ჯენკინსონი – ბალოტელი
მსაჯი: კრეიგ პაუსონი       
ბურთის ფლობა: 38%-62%, დარტყმა: 13(7)-11(5), ჯარიმა: 16-11, კუთხური: 7-5, თამაშგარე: 1-0, სეივი: 4-4   


ბომბარდირები: დიეგო კოშტა (“ჩელსი”) – 7, აგუერო (“სიტი”), ნეისმიტი (“ევერტონი”), დაიერი (“სუონსი”), ჩადლი (“ტოტენჰემი”), შნეიდერლენი, პელე (“საუთჰემპტონი”), ულოა (“ლესტერი”), სტერლინგი (“ლივერპული”), იელავიჩი (“ჰალი”) - 3.


ირაკლი ალიმბარაშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097568