სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

23:22 | 8.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალმა” ვერ მოიგო, თუმცა მაინც დამაჯერებლად ლიდერობს

როგორც იქნა, “ფულემმა” მოიგო. მანამადე მათ მიჯრით 6 თამაში ჰქონდათ წაგებული. თანაც ნაღდად წაგებული, ყოველგვარი “ეს რომ გაგვეტანა -ს გარეშე. შედეგად, ლოგიკურიც იყო, რომ ერთი ჰოლანდიელი მწვრთნელი მარტინ იოლი მეორემ, თანამემამულე რენე მელენსტენმა შეცვალა. ეს ამბავი ნოემბრის ბოლოს, “ვესტ ჰემთან” მორიგი შერცხვენის შემდეგ მოხდა. და აი, შაბათს ბიჭებმა ივაჟკაცეს, “ასტონ ვილას” სიდუელის გოლით და ბერბატოვის პენალტით მოუგეს.

ზედიზედ 3 გამარჯვების შემდეგ პრემიერლიგის ლიდერი – “არსენალი” რობერტო მარტინესის კერკეტმა “ევერტონმა” შეაჩერა. მერსისაიდელებმა წინა ტურშიც პატარა სასწაული მოახდინეს, როცა “ოლდ ტრეფორდზე” მრისხანე “მანჩესტერი” დაამარცხეს. ამჯერად კი “მეთოფეებს” დააკარგვინეს ქულები. ყველაფერი ბოლო 10 წუთში მოხდა. ჯერ მასპინძელმა მესუთ იოზილმა გახსნა ანგარიში. გოლი ოლივიე ჟირუს უნდა გაეტანა, მაგრამ ტექნიკური წუნი დაუშვა და დასწრებაზე თურქული წარმოშობის გერმანელმა იყოჩაღა. თუმცა მალევე სტუმრებმა გაათანაბრეს, ეს ხერარდ დელოფეუმ გააკეთა. მასპინძლები ფრეს არ ეგუებოდნენ, უტევდნენ და ჟირუმ ხარიხასაც მოარტყა ბურთი, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

მიუხეედავად ამისა, “არსენალი” მაინც 5 ქულით უსწრებს მდევრებს - “ლივერპულსა” და “ჩელსის.” 

ფულემი – ასტონ ვილა 2:0 (2:0)

ლონდონი. “ქრეივენ კოტეჯი.” 22 288

ფულემი: სტეკელენბურგი, სენდეროსი, რიისე, ჰიუზი, რითერი, დეჟაგა, სიდუელი, პარკერი, კარაგუნისი (კასამი 73), კაჩანიკლიჩი (დაფი 77), ბერბატოვი

მწვრთნელი: რენე მელენსტენი

ასტონ ვილა: გუზანი, კლარკი, ბეიკერი, ელ აჰმადი (ტონევი 46), დელფი, ვესტვუდი, ბაკუნა, ჰერდი (ლაუტონი 81), აგბონლაჰორი, ბენტეკე, ვაიმანი (ალბრიგტონი 81)

მწვრთნელი: პოლ ლამბერტი

გოლები: 1:0 სიდუელი (21), 2:0 ბერბატოვი (პენ, 30)

გაფრთხილება: დელფი (19), ჰერდი (68)

მსაჯი: მაიკ დინი

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 7(5)-3(4), ჯარიმა: 11-11, კუთხური: 4-7, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-7

 

არსენალი – ევერტონი 1:1 (0:0)

ლონდონი. “ემირეითსი.” 60 001

არსენალი: შჩესნი, მერტესაკერი, გიბსი, კოშელნი, ჯენკინსონი, იოზილი, არტეტა, კასორლა (უოლკოტი 68), უილშირი (ფლამინი 68), რემზი (როსიცკი 68), ჟირუ

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ევერტონი: ჰოვარდი, იაგიელკა, დისტინი, ოვიედო, პინაარი (ოსმანი 70), ბერი, კოულმენი, მაკარტი, ბარკლი (ნეისმიტი 90+2), მირალასი (დელოფეუ 79), ლუკაკუ

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლები: 1:0 იოზილი (80), 1:1 დელოფეუ (84)

გაფრთხილება: ბერი (43), მაკარტიდ (61), ჰოვარდი (77), დელოფეუ (89)

მსაჯი: ჰოუვარდ უები

ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 1(2)-2(8), ჯარიმა: 14-10, კუთხური: 3-2, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-4

 

ბომბარდირები:

14 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)

12 – სერხიო აგუერო (“სიტი”)

9 – დანიელ სტარიჯი (“ლივერპული”)

0.089902