ფეხბურთი

17:29 | 9.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

არშავინი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს

შესაძლოა, ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა ანდრეი არშავინმა კარიერა სეზონის ბოლოს დაასრულოს. ამის შესახებ London Evening Standard-ი იუწყება.

საქმე ისაა, რომ 31 წლის რუსს “მეთოფეებთან” კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. ლონდონელები არშავინისთვის ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ გეგმავენ და გადაწყვეტილია, რომ მხარეები აღარ ითანამშრომლებენ. ნახევარმცველი კარიერის დასრულებაზე სერიოზულად ფიქრობს, მაგრამ თუკი შესაფერის წინადადებას მიიღებს, თამაშს გააგრძელებს. ჯერჯერობით, არშავინისთვის კონტრაქტი არავის შეუთავაზებია.

აღსანიშნავია, რომ რუსი “არსენალიდან” წასვლის შემდეგაც ლონდონში გეგმავს ცხოვრებას. ცხადია, ეს იმ შემთხვევაში, თუ სხვა კლუბში არ გადავა.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16611