ნისლიან ალბიონზე მოთამაშე ესპანელი ფეხბურთელის, მიკელ არტეტას ულამაზესი სატრფო, მოდელი ლეონა ბერნალი, მიუხედავად იმისა, რომ თავისი გარეგნული სიშხვართით არაერთ ადამიანს აღაფრთოვანებს, ეს ასული ყოველთვის ცდილობს, რომ საზოგადოების ყურადღების ქვეშ რაც შეიძლება ნაკლებად მოექცეს.
ლეონა ამ გადაწყვეტილებამდე ჯერ კიდევ მაშინ მივიდა, სანამ ესპანელ ფეხბურთელს გაიცნობდა და მასთან ერთად რაღაც-რაღაცეებს იზამდა. არტეტას გულისსწორი ამბობს, რომ თავისი პირადი ცხოვრებითა და საქმიანობით ისედაც ძალიან გადატვირთულია და არ სურს რთული გრაფიკი მედიასთან ურთიერთობით კიდევ უფრო გაირთულოს.
მიკელ არტეტას შეიძლება ძალიანაც უნდა ასეთი შხვართი სატრფოთი ”მარიაჟობა” და ტელეკამერების წინ პოზიორობა, მაგრამ მხოლოდ კაცის სურვილზეც არაა ყველაფერი..
