ჭადრაკი

12:27 | 12.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ასაკობრივ ჩემპიონატებში ბოლო ტურიღა რჩება

დასასრულს მიუახლოვდა საქართველოს ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის. ფანტასტიკური შედეგით 8-დან 8 ქულით ლიდერობს 16 წლამდე გოგონათა ასპარეზობას საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ნინო ხომერიკი.

ბოლო მე-9 ტურის წინ, პირველადგილოსან ხომერიკს მთელი ორი (!) ქულით ჩამორჩებიან თეა ჭოლაძე და ანა თედოშვილი.

ასევე ბრწყინვალე შედეგით – 8-დან 7.5 ქულით ინარჩუნებს ლიდერობას ანალოგიურ ჭაბუკთა შეჯიბრზე გიორგი სიბაშვილი. ერთი ქულით ნაკლები აქვს აქტივში ნიკა ღვამბერიას.

6.5 ქულით ლიდერობს 12-წლიან გოგონებს თამარ ესაძე და ნახევარი ქულით უსწრებს ანასტასია სიდამონიძესა და მაია ბეჭვაიას.

დამაჯერებლად ლიდერობს ნიკოლოზ პეტრიაშვილი 12-წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში. ლიდერის ანგარიშზე 7.5 ქულა და ერთქულიანი სხვაობაა უახლოეს მდევარ ნიკოლოზ კაჭარავასთან.

ყველაზე უმცროს გოგონათა (U08) შორის, 7 ქულით პირველ ადგილზე ნია დანელია იმყოფება.

6.5 ქულით საპრიზო ადგილებს: ეკატერინე ცივაძე და მარიამ ხურციძე ინაწილებენ.

ანალოგიურ ბიჭუნათა ჩემპიონატს 7.5 ქულით თეიმურაზ კვიკვინია ლიდერობს.

6 ქულით II-IV ადგილებს ინაწილებენ: 2. ნიკოლოზ გაბრიაძე, 3. დემეტრე მიქელაძე, 4. ჯამბულ სვანიძე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161431