საქართველოს 14-წლამდე ბიჭების ჩემპიონატზე ქულათა მაქსიმუმით ერთპიროვნულად ნიკოლოზ ცომაია (1762) დაწინაურდა. ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: საბა ამირიძე (1732), ლუკა ლიჩელი (1710) და გიორგი თავზარაშვილი (1550).
ბიჭებისგან განსხვავებით, გოგონებში ტურნირს ერთბაშად სამი მონაწილე ლიდერობს 3.5 ქულით: თეა ჭოლაძე (1624), ნინო ჯალაღონია (1674) და დალი ნანეიშვილი (1516).
საბა ლომსაძე და ლევან დალბაშვილი დაწინაურდნენ დანაკარგის გარეშე 8-წლამდე ასაკის ბიჭებში, ხოლო გოგონებში ასევე 4 ქულით ლილე გუმბერიძე ლიდერობს.







