თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 12 და 20-წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში.
12-წლამდე გოგონებში ქუთაისელმა ელენე კოსტავამ იმარჯვა 9-დან 7 ქულით. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ ლილე ქორიძე და სალომე სანიკიძე, თუმცა, უკეთესი მაჩვენებლების წყალობით, მეორე საგზურის მფლობელი ქორიძე გახდა.
ამავე ასაკის ბიჭებში ჩემპიონობა ნიკოლოზ პეტრიაშვილმა იზეიმა 7.5 ქულით. ასეთივე მონაგარით მე-2 გახლდათ კოკა ბუკია, ხოლო მესამე ადგილზე 7 ქულით მათე თოდაშვილი გავიდა.
20-წლამდე გოგონებში პირველი ადგილი შეინარჩუნა ბოლო ტურების უპირობო ლიდერმა ანა კუჭავამ და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურიც დაისაკუთრა. 7.5 ქულით მეორე ადგილზე ჩემპიონატის ელო-ფავორიტი მერი არაბიძე გავიდა, ხოლო მესამეზე, 6.5 ქულით, ანა შამათავა.
ჭაბუკებში შესანიშნავი შედეგით – ცხრიდან 8 (!) გამარჯვება და 1 ფრე ზურაბ ჯავახაძემ იპირველა. ჩემპიონს 1.5 ქულით ჩამორჩა ირაკლი ბერაძე, ხოლო III-IV ადგილები, 6-6 ქულით, ნოდარ ლორთქიფანიძემ და გიორგი ნიკოლაშვილმა გაინაწილეს.
შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელთა შორის გამარჯვებულნი სექტემბრის თურქეთში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან, ხოლო 12-წლამდელებში I-II ადგილებზე გასულები – მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე. პატარა ჩემპიონები თავად აირჩევენ თუ სად სურთ მონაწილეობის მიღება: მსოფლიოს თუ ევროპის პირველობაზე.
ცნობისთვის, მსოფლიოს ჩემპიონატს არაბთა გაერთიანებული ემირატების ქალაქი ელ-აინი უმასპინძლებს, ევროპის ჩემპიონატი კი







