კალათბურთი

13:09 | 27.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-ის ნაკრებს ლავიც გამოაკლდა

როგორც “მსოფლიო სპორტმა” უკვე გაუწყათ, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ნაკრებში თამაშზე ბლეიკ გრიფინმა და რასელ ვესტბრუკმა უარი განაცხადეს.

გვიან ღამით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ “დრიმ თიმს” არც კევინ ლავი შეუერთდება. Associated Press-ის ინფორმაციით, ლავმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ “მინესოტა” მისი გაცვლის ვარიანტს განიხილავს და ამ გარიგებაში თავადაც აქტიურად მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ “მინესოტა ტიმბერვულვზი” და “კლივლენდ კავალიერსი” კევინ ლავის ტრანსფერს განიხილავენ. სხვადასხვა წყაროების ცნობით, ამ გაცვლაში კლივლენდელები ენდრიუ უიგინსის ჩართვას აპირებენ.

ლევან გოგოტიშვილი

თეგებიკევინ ლავი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.175252