კალათბურთი

0:20 | 18.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-ს საკალათბურთო ნაკრები ფიბა-ს რეიტინგში პირველ ადგილზე რჩება

ფიბა-ს მიერ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების კვალად განახლებულ რეიტინგში პირველ ადგილზე ისევ აშშ-ს საკალათბურთო ნაკრებია, რომელმაც პლანეტის უძლიერესი გუნდის ტიტული უპრობლემოდ შეინარჩუნა.

ამერიკელებს კვალში ესპანეთის, არგენტინის და ლიტვის ნაკრებები უდგანან, მერვედან მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა საფრანგეთმა, მე-6 რუსეთია, მე-7 კი – სერბეთი, რომელიც მე-11 საფეხურიდან დაწინაურდა. მერვე თურქეთია, მე-9 – ბრაზილია, მე-10 კი – საბერძნეთი, რომელიც მე-5 ადგილიდან დაქვეითდა.

ცხადია, ევროპულ ნაკრებთა შორის პირველობას არავის უთმობს ესპანეთის ეროვნული გუნდი, საქართველოს კი მსოფლიოში – 53-ე, ხოლო ევროპაში 23-ე პოზიცია უკავია და მხოლოდ ბოსნია-ჰერცეგოვინას, შვედეთს და მონტენეგროს უსწრებს.

0.168275