ახლოვდება ვაჟ კალათბურთელთა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ზაფხულის მიწურულს ესპანეთი უმასპინძლებს. აღნიშნული ჩემპიონატის ერთ-ერთმა მონაწილემ, ავსტრალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა ლემანისმა გუნდის შემადგენლობა დაასახელა, რომლის რიგებშიც პლანეტის ყველაზე ძლიერი საკალათბურთო ლიგის NBA-ს 4 კალათბურთელი იასპარეზებს, ესენი არიან: მეტიუ დელავედოვა (“კლივლენდ კავალიერსი”), დანტე ეკზუმი (“იუტა ჯაზი”), კემერონ ბეირსტოუნი (“ჩიკაგო ბულსი”) და აარონ ბეინსი (“სან ანტონიო”).
მწვანე კონტინენტის წარმომადგენლებს ერთი სერიოზული დანაკლისი აქვთ, რომლებსაც ესპანეთში “სან ანტონიოს” კლუბის მცველი პეტი მილსი არ ეყოლებათ.







