11 აპრილს, ახალი საავტომობილო სეზონის სტარტამდე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე, ავტოსპორტის გასული სეზონის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში ფორმულის, “ლეგენდსის”, ძარიანი და სამოყვარულო ავტომობილების კლასებში 2012 წლის სეზონის გამარჯვებულები საპატიო სიგელებით და თასებით დაჯილდოვდნენ.
საუკეთესო ავტომრბოლელებს პრიზები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტყვიის სროლაში ნინო სალუქვაძემ და ავტოდრომის მესვეურებმა გადასცეს.
რუსთავის ავტოდრომის მფლობელმა და საავტომობილო სპორტული ასოციაციის პრეზიდენტმა შოთა აფხაზავამ კი გასული წლის ყველაზე წარმატებული და ახალგაზრდა მრბოლელი – 17 წლის შაკო ციხელაშვილი გრანდიოზული ჯიდლოთი – ფორმულის ბოლიდით დაასაჩუქრა.
ამავდროულად საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციამ მრბოლებსა და მედიის წარმოამდგენლებს საქართველოს 2013 წლის ჩემპიონატის კალენდარი წარუდგენა.
საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლაში რუსთავის ავტოდრომზე 14 აპრილს 13:00 საათზე დაიწყება და ქართული ავტოსპორტის ისტორიაში პირველად, ამ ჩემპიონატის 3 გამარჯვებული წლის ბოლოს 3 მანქანით დაჯილდოვდება.
www.msy.gov.ge







