საქართველოს ბეისბოლისტთა ახალგაზრდული ნაკრები 7-12 ივლისს იტალიის ქალაქ ნოვარაში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მონაწილეობს.
ქართველი ბეისბოლისტები იტალიაში 6 ივლისს გაემგზავრნენ. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის და უნგრეთის წინაღმდეგ ითამაშებს და საუკეთესო გუნდის ტიტულისათვის ევროპის 7 ნაკრებთან ერთად იბრძოლებს.
ახალგაზრდული ნაკრების წევრები ევროპის პირველობაზე გამგზავრების წინ, თემქაზე მდებარე ბეისბოლის მოედანზე ემზადებოდნენ, მთავარ მწვრთნელ - გია ბროლაძის და მწვრთნელ ნუგზარ კაპანაძის ხელმძღვანელობით.
საქართველოს ბეისბოლის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა
1. ასათიანი ირაკლი
2. ბაქრაძე გიგა
3. ბაქრაძე გაბრიელი
4. ცუცქირიძე მიხეილი
5. ბიბიაშვილი გიორგი
6. ბეინაშვილი ჯუმბერი
7. სიმონია ოთარი
8. ცისკარიშვილი გიორგი
9. ხარაზიშვილი ლევანი
10. გოგიშვილი ლუკა
11. შახბაზოვი ლუკა
12. პაპუაშვილი ტარიელი
მთავარი მწვრთნელი: გია ბროლაძე
მწვრთნელი: ნუგზარ კაპანაძე
სამინისტროს პრესსამსახური









