ჭიდაობა

22:27 | 4.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა ბერძენ-რომაელებმა გუნდურში იმარჯვეს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 3 მედლით ჩაამთავრა. ვასილ იმერლიშვილის (96 კგ) ოქროსა და თორნიკე მახარაძის (50 კგ) ვერცხლს, თავისი წილი ვერცხლი დღეს საჩინო დავითაიამ (66 კგ) მიამატა.
დღესვე, ვლადიმერ ადეიშვილის გუნდის სამ წევრს კვარცხლბეკამდე თითო გამარჯვება დააკლდა. მინდია წულუკიძე (55 კგ), არსენ კახაბრიშვილი (84 კგ) და შოთა გოგისვანიძე (120 კგ) რეპეშაჟის ფინალში დამარცხდნენ და მე-5 ადგილები დაიკავეს. რვავე წონითი კატეგორიის დაჯამებული შედეგებით, საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში 48 ქულა დააგროვა და გაჩემპიონდა.
ოთარ მაღლაკელიძე

0.170665