ძიუდო

17:10 | 19.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა ძიუდოისტებს მე-3 ოქროს შანსი აქვთ

ბულგარეთში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლას განაგრძობენ ქართველი სპორტსმენები.
დღეს, ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა გიორგი ნოზაძემ (90კგ), რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში რუსეთის წარმომადგენელ მაგომედ მაგომედოვს შეხვდება. ფინალამდე ნოზაძემ გერმანელი, უკრაინელი და ფრანგი სპორტსმენები დაამარცხა.
მედლებისთვის, ქართველი ძიუდოისტებიდან, ასევე იბრძოდნენ მიხეილ ნარიმანიძე (100 კგ) და ლევან მათიაშვილი (+100 კგ). ნარიმანიძემ, ესტონელი ძიუდოისტის დამარცხების შემდეგ, იტალიელთან წააგო. მათიაშვილმა კი, პირველივე შეხვედრა დათმო უკრაინელ სპორტსმენთან.

 

როლანდ ლაბუჩიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165727