ფეხბურთი

0:04 | 24.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა ევროპელთა დომინირება ერაყმა დაარღვია

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის პირველი ტური დასრულდა. 20-წლამდელთა პირველობაზე მოთამაშე 7 ევროპული გუნდიდან ერთადერთი, რომელმაც მოგება ვერ მოახერხა, ინგლისია. არადა, პირველი ტურის ბოლო მატჩში, ინგლისელები ერაყთან ფავორიტებად ითვლებოდნენ და 52-ე წუთზე, ისინი 2:0 იგებდნენ. თუმცა, ბოლო 15 წუთში, ერაყმა ანგარიში გაათანაბრა და ქულა მოიპოვა.

იმავე ჯგუფში, ჩილემ, რომელმაც თამაში 10 კაცით დაასრულა, ეგვიპტეს სძლია. ანგარიში აფრიკელებმა გახსნეს, თუმცა ფავორიტმა სამხრეთ ამერიკელებმა პირველ მატჩში 3 ქულის მოპოვება მაინც მოახერხეს.

F ჟგუფს უზბეკეთი და ხორვატია ლიდერობენ. პირველმა მათგანმა ახალ ზელანდიას იოლად სძლია, ხოლო ხორვატებმა ურუგვაისთან გამართულ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 იმარჯვეს.

 

E ჯგუფი

ჩილე-ეგვიპტე 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 მონემი (10), 1:1 კასტილიო (25), 2:1 ბრავო (77).

გაძევება: კუევასი 81 (ჩილე).

 

ინგლისი-ერაყი 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 კოუდი (41), 2:0 უილიამსი (52), 2:1 ატიაჰი (75, პენ), 2:2 ადნანი (90+3).

 

F ჯგუფი

ახალი ზელანდია-უზბეკეთი 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 მახსატალიევი (14), 0:2 სერგეევი (53), 0:3 ტუროპოვი (67).

 

ურუგვაი-ხორვატია 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 რებიჩი (41).

23-ე წუთზე, ლივაიამ (ხორვატია) ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.13151