ფეხბურთი

19:35 | 22.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა ხორვატი ვარჯიშზე გარდაიცვალა

 

ახალგაზრდა ხორვატ ფეხბურთელ ალენ პამიჩს საწვრთნელი პროცესის დროს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა. მისი კლუბის – “ისტრის” ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ტრაგიკული შემთხვევა პარასკევს გამართულ ვარჯიშზე მოხდა.

“მთელი პერსონალი, “ისტრის” ყველა წევრი თანადგომას ვუცხადებთ მის ოჯახს”, - ნათქვამია “ისტრის” ოფიციალურ განცხადებაში.

პამიჩი სულ რაღაც 23 წლის გახლდათ. “ისტრს” მისი მამა – ხორვატიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი იგორ პამიჩი წვრთნის. რამდენადაც ცნობილია, უმცროს პამიჩს გულზე პრობლემები 2010 წლიდან ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093277