ჭიდაობა

17:47 | 21.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდები შიდა კონკურენციით იწყებენ

25-26 იანვარს სპორტკომპლექსი “არენა” ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. შედეგებით ახალგაზრდული ნაკრების ახალი შემადგენლობა გამოიკვეთება. 8 თებერვლიდან კი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ადეიშვილი შეგირდებს შეკრებაზე ბაკურიანში იახლებს.
ამავე ასაკობრივ ჯგუფში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორებს ბერძენ-რომაელებზე ერთი თვით გვიან გამოავლენენ. ჩემპიონატი, სავარაუდოდ, 23-25 თებერვალს ჩატარდება, ოღონდ სად, ჯერჯერობით უცნობია. ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია არჩევანს იმავე “არენასა” და ბათუმის დარბაზს შორის გააკეთებს.
მას შემდეგ, რაც სამეულები ორივე სტილში ჩამოიწერება, ვლადიმერ ადეიშვილი და თავისუფალთა მთავარი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი რიგის საერთაშორისო ტურნირზე წასაყვან გაფართოებულ შემადგენლობებს დაასახელებენ. ლატვიური ტურნირი 24-25 მარტს ჩატარდება.

 

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.09424