ფეხბურთი

1:28 | 8.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდულ თრილერებში ერაყმა და განამ იმარჯვეს

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის 1/4-ფინალების მე-2 დღე ძალიან საინტერესო გამოდგა. ორივე თამაში დაძაბულობით გამოირჩეოდა. ერაყმა და სამხრეთ კორეამ გამარჯვებული თერთმეტმეტრიანების სერიაში გამოავლინეს, ხოლო განამ და ჩილემ დამატებითი ტაიმები იმყოფინეს.

აზიური გუნდების დაპირისპირებაში ერაყმა დაწინაურება 3-ჯერ მოახერხა. ბოლო შემთხვევაში, ჰაკეემ შაქირის შეგირდებმა გოლი 118-ე წუთზე გაიტანეს და თამაში თითქოს მოიგეს, მაგრამ 122-ე წუთზე, 20 წლის მცველმა, ჰიუნ-ჩეოლ იუნმა, რომელიც მოედანზე 2 წუთის შესული იყო, შესანიშნავი შორეული დარტყმით, ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ამან კორეელებს ვერ უშველა, რადგან თერთმეტმეტრიანები ერაყელებმა უკეთ დაარტყეს.

პენალტების სერიამდე ცოტა დააკლდათ განასა და ჩილეს. ანგარიში აფრიკელებმა გახსნეს, მაგრამ ტაიმი სამხრეთ ამერიკელებმა მოიგეს. 72-ე წუთზე, განას მიერ გატანილი გოლის წყალობით, თამაში დამატებით ტაიმებში გადავიდა. 98-ე წუთზე, ანხელო ენრიკესმა ჩილე წინ კიდევ ერთხელ გაიყვანა, მაგრამ 113-ე წუთზე, ანგარიში გათანაბრდა, ხოლო 121-ე წუთზე, ასიფუამ დუბლი გაიფორმა და გუნდი 1/2-ფინალში გაიყვანა.

 

ერაყი-სამხრეთ კორეა 2:2 (დ.დ. 3:3) (პენ. 5:4)

კაიზერი, “ქარიდ ჰაშ შეჰირი 5810

ერაყი (4-3-3): ჰემედი, ადნანი, ფაესი, არებატი (ქასიმი 69), ნადჰიმი, ტარექი, ქამილი (ისმაელი 112), სალმანი, ქასიმი, აბდულჰუსეინი (ქადჰიმი 93), შაქორი.

მწვრთნელი: ჰაკეემ შაქირი.

სამხრეთ კორეა (4-2-3-1): ჩ. გ. ლი, შიმი, კიმი, იეონი, სონგი, ჩ. მ. ლი (ვოო 105), ჰანი, კვონი (იუნი 120), კანი (გ. ჰ. ლი 45), ს. ვ. კიმი, ჰ. კიმი.

მწვრთნელი: კვან-იონ ლი.

გოლები: 1:0 ფაესი (21, პენ), 1:1 კვონი (25), 2:1 შაქორი (42), 2:2 გ. ჰ. ლი (50), 3:2 შაქორი (118), 3:3 იუნი (120+2).

გაფრთხილებები: ნადჰიმი 38, სალმანი 49 - ჰ. კიმი 20, კანი 44, ჰანი 91.

მსაჯი: ბენ უილიამსი (ავსტრალია).

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 17 (11)-18 (9), კუთხური: 4-7, თამაშგარე: 4-0, სეივი: 6-8, ჯარიმა: 23-19.

 

განა-ჩილე 2:2 (დ.დ. 4:3)

სტამბული, “თურქ ტელეკომ არენა 6632

განა (4-2-3-1): ანტვი, ატამა, ბაბა, ნკეტია (ადიკო 63), ლარტეი, ოდიე (ნარი 106), აბოაგიე, სალიფუ, ბოაკი (აშია 71), აშემპონი, ასიფუა

მწვრთნელი: სელას ტეტეჰი

ჩილე (4-4-2): პულგარი, მოსკეირა (მატურანა 82), ოსორიო (უერტა 78), ფუენტესი, ლარენასი (კუევასი 71), ბაესა, გონსალესი, რაბელიო, არანედა, იტურა, მორა

მწვრთნელი: მარიო სალასი

გოლები: 1:0 ოდიერი (11), 1:1 კასტილიო (23), 1:2 იტურა (27), 2:2 ასიფუა (72), 2:3 იტურა (98), 3:3 სალიფუ (113), 4:3 ასიფუა (120+1)

გაფრთხილებები: ლარტეი 44, ოდიე 88, ატამა 97,  ასიფუა 111 - რაბელიო 64, ფუენტესი 96, იტურა 117

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 41 (25)-17 (10), კუთხური: 16-8, თამაშგარე: 6-2, სეივი: 7-21, ჯარიმა: 21-15.

 

ბომბარდირები

ბრუმა (პორტუგალია), ხესე (ესპანეთი) – 5, ასიფუა (განა), კასტილიო (ჩილე), ლოპეს ნიკოლასი (ურუგვაი), სანოგო (საფრანგეთი) – 4.

 

ნახევარფინალები

10 ივლისი - საფრანგეთი-განა; ერაყი-ურუგვაი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169355