ფეხბურთი

13:29 | 19.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ახალი კონტრაქტით იბრაჰიმოვიჩი 15 მილიონს მიიღებს

შვედეთის ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული პსჟ-ს თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი უახლოეს პერიოდში კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

L"Equipe-ს ინფორმაციით, ახალი შეთანხმება 2016 წლამდე იქნება გათვლილი და 31 წლის ფეხბურთელი ანაზღაურების სახით 15 მილიონ ევროს მიიღებს გადასახადების გათვალისწინებით.

აღსანიშნავია, რომ არსებული კონტრაქტით იბრაჰიმოვიჩის ანაზღაურება 14 მილიონ ევროს შეადგენს. გასულ სეზონში შვედი ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან 34 მატჩში 30 გოლი გაიტანა.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097097