ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც გასულ უქმეებზე ვარშავაში ჩატარებულ “ევროპის ღია ტურნირზე” დარიცხული ქულებიცაა გათვალისწინებული. ნაკლებად პრესტიჟულ შეჯიბრებაში ტიტულოვან ძიუდოისტებს არ უჭიდავიათ და შესაბამისად, მათ ცვლილებები ნაკლებად შეეხოთ. შვიდივე წონითი კატეგორიის საუკეთესო ხუთეული ხელუხლებელი დარჩა. საქართველოს ნაკრების წევრთაგან კი, ყველაზე მეტად, პოლონური წარმატებით ჩემპიონ-პრიზიორებმა ისარგებლეს.
73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნუგზარ ტატალაშვილი, ოქროს მედლისთვის დარიცხულმა 100-მა ქულამ 12 პოზიციით ახეირა და მე-18 ადგილზე დამკვიდრდა. “ევროპის ღია ტურნირზე” მისგან ფინალში ძლეულმა ზებედა რეხვიაშვილმა კი 60 ქულა მიიღო და 27-ე საფეხურზე აიწია (ვარშავულ ტურნირამდე 33-ე იყო).
ლევან წიკლაური (81 კგ) პოლონურმა ჩემპიონობამ 27-ე ადგილიდან 21-მდე დააწინაურა.
ვარშავაში ნაჭიდავებ ქართველთაგან, მსოფლიოს რეიტინგში გამორჩეულად იხეირა პაატა ღვინიაშვილმა (81 კგ), მაგრამ იგი ცხრილის ქვედა ნაწილშია და 8 ქულის მოპოვებით მიღებული 27-საფეხურიანი ნახტომის შემდეგ, მხოლოდ 150-ე ადგილს იკავებს.
აქტიურ სპორტში დაბრუნებულმა ლევან ჟორჟოლიანმა (100 კგ), “ევროპის ღია ტურნირზე” საწყის ეტაპზევე წააგო და მხოლოდ 12 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, მაგრამ იმავე პოზიციაზე (მე-13) დარჩა, რომელზეც პოლონეთში გამგზავრებამდე იყო.
საქართველოს ნაკრების წევრთაგან ყველაზე მაღალი რეიტინგი, ევროპის მოქმედ ჩემპიონ ვარლამ ლიპარტელიანს აქვს. იგი 90 კილოგრამის ერთპიროვნული ლიდერია და უახლოეს მდევარს, კუბელ ეშლი გონზალესს 370 ქულით უსწრებს.
ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, 66 კილოგრამის მეორე ნომერია და ლიდერ დავიდ ლაროშს მხოლოდ 48 ქულით ჩამორჩება. ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) კი, თავიანთ წონებში მესამე პოზიციას იკავებენ.
აქვე, შვიდივე წონის საუკეთესო ხუთეული და ყველა ქართველის რეიტინგი.
60 კგ
1 ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია) 1288
2 არსენ გალსტიანი (რუსეთი) 994
3 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი) 910
3 ამირან პაპინაშვილი 910
5 ბესლან მუდრანოვი (რუსეთი) 890
7 ბეთქილ შუკვანი 800
61 გიორგი მესაბლიშვილი 120
87 პაატა მერებაშვილი 74
129 ვაჟა მარგველაშვილი 24
66 კგ
1 დავიდ ლაროში (საფრანგეთი) 1120
2 ლაშა შავდათუაშვილი 1072
3 მასაში ებინუმა (იაპონია) 990
4 იუნ-ჰო ჩო (სამხრეთ კორეა) 980
5 ტომოფუმი ტაკაიო (იაპონია) 764
32 შალვა ქარდავა 266
84 თორნიკე თათარაშვილი 80
112 ტრისტან ფეიქრიშვილი 42
120 სანდრო იაკობაშვილი 38
130 დავით ასუმბანი 28
181 ვანიკო თოთლაძე 12
192 გიორგი მკალავიშვილი 10
272 გიორგი შოშიაშვილი 1
73 კგ
1 რიკი ნაკაია (იაპონია) 1174
2 დექს ელმონი (ჰოლანდია) 1052
3 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა) 1010
4 მანსურ ისაევი (რუსეთი) 1008
5 ცაგაანბ. ჰაშბაატარი (მონღოლეთი) 744
18 ნუგზარ ტატალაშვილი 350
27 ზებედა რეხვიაშვილი 292
86 ამბაკო ავალიანი 76
94 თენგიზ პაპოშვილი 70
213 არსენ მაჭარაშვილი 12
213 გიორგი პაპუნაშვილი 12
284 ზურაბ ნოზაძე 2
81 კგ
1 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა) 1578
2 ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია) 1026
3 ავთანდილ ჭრიკიშვილი 976
4 ვახიო იმამოვი (უზბეკეთი) 872
5 ოლე ბიშოფი (გერმანია) 806
21 ლევან წიკლაური 402
78 ლაშა ზურაბიანი 80
101 ბექა ღვინიაშვილი 60
150 პაატა ღვინიაშვილი 26
193 დავით კარბელაშვილი 16
200 იასონ ჩილინდრიშვილი 12
90 კგ
1 ვარლამ ლიპარტელიანი 1668
2 ეშლი გონზალესი (კუბა) 1298
3 ილიას ილიადასი (საბერძნეთი) 1240
4 დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი) 982
5 მასაში ნიშიამა (იაპონია) 870
14 ზვიად გოგოჭური 370
122 ლაშა ტაველური 40
140 ზურაბ ზვიადაური 32
140 ბექა ღვინიაშვილი 32
197 ლაშა გურული 7
100 კგ
1 რამზიდინ საიდოვი (უზბეკეთი) 1042
2 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) 976
3 ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი) 960
4 ტემუულენ ბატულგა (მონღოლეთი) 952
5 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია) 890
13 ლევან ჟორჟოლიანი 536
15 ირაკლი ცირეკიძე 488
37 ალექსანდრე მსხალაძე 194
57 ბექა ბერძენიშვილი 120
57 დავით ლორიაშვილი 120
80 ლაშა გურული 62
129 ნოდარ მეტრეველი 22
132 ირაკლი ქობლიანიძე 20
156 გიორგი ნოზაძე 14
+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი) 1690
2 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა) 1266
3 რაფაელ სილვა (ბრაზილია) 1154
4 ალექსანდრ მიხაილინი (რუსეთი) 970
5 ადამ ოქრუაშვილი 906
44 ზვიად ხანჯალიაშვილი 160
55 ნოდარ მეტრეველი 121
88 ლევან მატიაშვილი 44
89 გიორგი ზაქარიაძე 42
119 ონისე ბუღაძე 16
136 ლაშა გუჯეჯიანი 8







