ჭიდაობა

17:16 | 17.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ახალი საპრიზო ფონდი – 240 ათასი

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს თასის ორგანიზატორები რეკორდს რეკორდზე ამყარებენ. ჯერ იყო და ისედაც ძალიან სოლიდურ საპრიზო თანხას - 150 ათას დოლარს 16 ათასი წაამატეს, ახლა სულაც 240 ათასამდე გაზარდეს და ასეთი ტემპით თუ გააგრძელეს, შეჯიბრების პირველ დღემდე – 19 მარტამდე, იქნებ მილიონამდეც ავიდნენ.
ბოლო ინფორმაციით, მსოფლიოს თასის მომგები ნაკრები 100 ათას დოლარს მიიღებს. მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასულები - 60 და 40 ათასს. დებულების თანახმად, 10 მონაწილე გუნდი 2 ქვეჯგუფში გადანაწილდება და ჯგუფური ეტაპის გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაეჭიდებიან. ჯერ კენჭისყრა არ ჩატარებულა, მაგრამ წინასწარვეა ცნობილი, რომ უმთავრეს ფავორიტებად მიჩნეული რუსეთი და აზერბაიჯანი სხვადასხვა ქვეჯგუფში მოხვდებიან.
რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის ვებ-გვერდი www.wrestrus.ru მსოფლიოს თასს პირდაპირი ინტერნეტ-რეპორტაჟის ჩვენებას გეგმავს. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები, ისევე როგორც ყველა მონაწილე გუნდი, დაღესტანში გადახალისებული შემადგენლობით იჭიდავებს.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.103923