მსოფლიო რეიტინგის მესამე ჩოგანი ბელარუსი ვიქტორია აზარენკა აგრძელებს დამაჯერებელი თამაშის ჩვენებას საფრანგეთის ღია პირველობაზე. ტურნირის მეორე წრეში მან 2 სეტში დაამარცხა 19 წლის გერმანელი ანიკა ბეკი 6:4, 6:3 და შემდგომი ეტაპის საგზურიც მოიპოვა.
შეხვედრა 1 საათსა და 35 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ვიქტორიამ 6 ბრეიკი შეასრულა, 1 ეისი ჩააწოდა და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მისმა მოწინააღმდეგემ კი სამჯერ შეძლო აზარენკას ჩაწოდების აღება, 1 ეისი ჩააწოდა და 3 ორმაგი დაუშვა. დღევანდელი მატჩი ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში სადებიუტო გამოდგა.
როლან გაროსის მეოთხე რაუნდის საგზურისათვის 23 წლის ბელარუსი კორტების მასპინძელ ალიზ კორნეს დაუპირისპირდება.