ლონდონის “არსენალს” მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდის – მარიო მანჯუკიჩის შეძენა სურს, მაგრამ გერმანულ მხარესთან ფინანსურ საკითხებზე ვერ თანხმდება. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.
როგორც ირკვევა, მიუნხენელები ხორვატ თავდამსხმელში 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვენ. ლონდონელებს იმედი აქვთ, რომ “ბაიერნი” სატრანსფერო თანხას დააკლებს.
აღსანიშნავია, რომ “არსენალის” გარდა, მანჯუკიჩის გადაბირება მილანის “ინტერსა” და “ვოლფსბურგს” სურთ.