6 თამაშში გატანილი 7 გოლი და პირადად მოპოვებული 8 ქულა - ასეთია მარიო ბალოტელის „მილანური“ მონაგარი. სერია A-ს 29-ე ტურის მატჩში, მისმა გუნდმა 2:0 მოიგო და ორივე გოლი 22 წლის თავდამსხმელმა გაიტანა.
„მილანმა“, ბოლოადგილოსან „პალერმოსთან“ 3 ქულის მოპოვება ძალების ზედმეტი დახარჯვის გარეშე გადაწყვიტა და მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა მიზანს მიაღწიეს. ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა. კუთხურის დროს, ბალოტელი მეტოქის საჯარიმოში წაიქცა და არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, ხოლო დაზარალებულმა, „მილანის“ მაისურით, მე-3 პენალტი გაიტანა. მიმდინარეობდა 66-ე წუთი, როდესაც ნიანგის ფლანგური გადაცემის შემდეგ, საკუთარი მცველის მიერ კარში გაგზავნილი ბურთი სორენტინომ კი მოიგერია, მაგრამ იქვე მყოფმა ბალოტელიმ ძალიან ხელსაყრელი მომენტი არ გააფუჭა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.
მიუხედავად ზედიზედ მე-3 თამაშის მშრალად მოგებისა, „მილანმა“ მე-2 ადგილზე მაინც ვერ გადაინაცვლა. ამის მიზეზი ისაა, რომ 5-მატჩიანი წარუმატებლობის შემდეგ, გამარჯვების გემო გაიხსენა „ნაპოლიმ“. აღსანიშნავია ედინსონ კავანის ათამაშება. 6-მატჩიანი უგოლო სერიის შემდეგი, ურუგვაელმა გუნდი 2-ჯერ დააწინაურა და მართალია, „ატალანტამ“ ორივეჯერ გაათნაბრა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს, გორან პანდევმა გამარჯვებისა გაისროლა და 3 ქულა ნეაპოლში დარჩა.
ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს „ფიორენტინა“, რომელმაც ზედიზედ მე-3 თამაში მოიგო. „ნაპოლის“ მსგავსად, „ფიორენტინასაც“ 2-ჯერ გაუთანაბრეს, მაგრამ სტუმართა კარში მე-3 გოლის გატანა „იებმაც“ მოახერხეს.
რამდენიმე ტურის წინათ ეს წარმოუდგენელი ჩანდა, მაგრამ მაინც მოხდა - რომაული გუნდები ქულებით გათნაბრდნენ. ამის მიზეზი ისაა, რომ ბოლო 5 თამაშში, „რომამ“ მხოლოდ 2 ქულა დაკარგა, ხოლო „ლაციომ“, უკანასკნელი 8 შეხვედრიდან, მხოლოდ 1 მოიგო. ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდმა ზედიზედ მე-3 თამაში წააგო. ამჯერად, „ლაციო“ უქულოდ „ტორინოსთან“ დარჩა. ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფმა ტურინელებმა, 75 წუთის განამვლობაში 10 კაცით მოთამაშე დედაქალაქელები თამაშის მიწურულს გატანილი გოლით დაამარცხეს.
სერია A-ში თავისი 226-ე გოლი გაიტანა ფრანჩესკო ტოტიმ, რომელმაც გუნარ ნორდალს გადაასწრო და ახლა, „რომას“ კაპიტანი საერთო ჩათვლაში მე-2 ადგილზე ერთპიროვნულად იმყოფება. „პარმასთან“ გამართულ შეხვედრაში, ტოტიმ თავი 70-ე წუთზე, საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა და ანგარიში 2:0 გახადა. „რომამ“ სწორედ ამ ანგარიშით იმარჯვა.
სიენა-კალიარი 0:0
სიენა, “არტემიო ფრანკი” 9500
სიენა (3-4-3): პეგოლო, ტეიშეირა, ტერლიცი, ფელიპე, ანჯელო (ვალიანი 90), კაბელო, დელა როკა, რუბინი, როზინა (ბოგდანი 73), ემეგარა, სესტუ (რეჯინალდო 46).
მწვრთნელი: ჯუზეპე იაჩინი.
კალიარი (4-3-3): აგაცი, პიზანო, არიაუდო, ასტორი, მურუ, დესენა, ნაინგოლანი, ეკდალი (კაზარინი 86), იბარბო (პინილია 77), კოსუ, რიბეირო (ნენე 68).
მწვრთნელი: ივო პულგა.
გაფრთხილებები: დელა როკა 85 - ნენე 77.
მსაჯი: დანიელე დოვერი.
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 4 (2)-6 (1), კუთხური: 2-2, თამაშგარე: 2-5, სეივი: 2-2, ჯარიმა: 16-10.
ნაპოლი-ატალანტა 3:2 (1:1)
ნეაპოლი, “სან პაოლო” 39000
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი, კამპანიარო, კანავარო, გამბერინი (არმერო 63), მაჯო (ინსინიე 78), ბეჰრამი, ჯემაილი, ზუნიგა, ჰამშიკი, პანდევი (როლანდო 90), კავანი.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი, რაიმონდი, სტენდარდო, ლუჩინი, დელ გროსო, ჯორჯი (კანინი 59), კარმონა, ბიონდინი (კაცოლა 77), ბონავენტურა, მორალესი (ლივაია 66), დენისი.
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.
გოლები: 1:0 კავანი (4, პენ), 1:1 კანავარო (31, ს.კ.), 2:1 კავანი (65), 2:2 დენისი (73), 3:2 პანდევი (81).
გაფრთხილებები: ბეჰრამი 45, ინსინიე 90+3 - ჯორჯი 3, ლუჩინი 30, დენისი 84, ბონავენტურა 88.
მსაჯი: პაოლო ვალერი.
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 18 (9)-8 (4), კუთხური: 14-1, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-8, ჯარიმა: 15-17.
პესკარა-კიევო 0:2 (0:0)
პესკარა, “ადრიატიკო” 12000
პესკარა (4-3-3): პელიცოლი, ბალძანო, კროლდრუპი, კოშიჩი, ბოკეტი, ბიარნასონი, ტონი (კინტერო 70), კასკიონე, სკული (ჩელიქი 64), ვუკუსიჩი (აბრუკასო 58), კაპრარი
მწვრთნელი: კრისტიან ბუკი
კიევო (4-4-2): პუჯონი, ფრეი, ანდრეოლი, სეზარი, დრამე, გუანა (ლუსიანო 83), რიგონი, ჰეტემაი (სეიმური 64), კოფიე, ტერო, პალოსკი (სტოიანი 69)
მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი
გოლები: 0:1 სტოიანი (88), 0:2 ტერო (90+3)
გაფრთხილებები: ბიარნასონი 25, სკული 27, კოშიჩი 32, ბალძანო 90+1 - ჰეტემაი 37
მსაჯი: პაოლო მაცოლენი
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 10 (2)-9 (4), კუთხური: 2-3, თამაშგარე: 1-5, სეივი: 1-2, ჯარიმა: 11-22.
ფიორენტინა-ჯენოა 3:2 (1:0)
ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”
ფიორენტინა (4-3-3): ვივიანო, ტომოვიჩი, როდრიგესი, სავიჩი, პასკუალი, აკვილანი (ფერნანდესი 74), პისარო, ვალერო (მილიაჩო 87), კუარდადო, იოვეტიჩი, ლიაიჩი (ტონი 74).
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.
ჯენოა (3-5-2): ცორვასი, გრანქვისტი, პორტანოვა, მორეტი, პიზანო (ხორკერა 46), კუცკა, ტოცერი (იანკოვიჩი 46), ვარგასი (კასანი 73), ანტონელი, ბერტოლაჩი, იმობილე.
მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.
გოლები: 1:0 აკვილანი (33), 1:1 პორტანოვა (58), 2:1 კუარდადო (62), 2:2 ანტონელი (69), 3:1 კასანი (77, ს.კ.).
გაფრთხილებები: როდრიგესი 75, ვალერო 81 - ბერტოლაჩი 45, ანტონელი 45, გრანქვისტი 67, ხორკერა 83.
გაძევება: ბერტოლაჩი 75.
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 12 (6)-7 (4), კუთხური: 12-3, თამაშგარე: 3-1, სეივი: 3-3, ჯარიმა: 15-17.
მილანი-პალერმო 2:0 (1:0)
მილანი, “ჯუზეპე მეაცა”
მილანი (4-3-3): აბიატი, აბატე, ბონერა, საპატა, დე შილიო, ფლამინი, მონტოლივო, მუნტარი, ბოატენგი (ტრაორე 81), ბალოტელი, ელ შაარავი (ნიანგი 58).
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.
პალერმო (3-5-2): სორენტინო, მუნიოსი, ფონ ბერგენი, არონიკა, მორგანელა, არევალო რიოსი, დონატი (ვიოლა 82), კურტიჩი (ფაბრინი 71), გარსია (ნელსონი 46), დიბალა, ილიჩიჩი.
მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო.
გოლები: 1:0 ბალოტელი (8, პენ), 2:0 ბალოტელი (66).
გაფრთხილებები: საპატა 32 - მუნიოსი 71.
მსაჯი: სებასტიანო პერუცო.
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 11 (4)-6 (3), კუთხური: 6-5, თამაშგარე: 1-2, სეივი: 3-2, ჯარიმა: 13-12.
ტორინო-ლაციო 1:0 (0:0)
ტურინი, “ოლიმპიკო”
ტორინო (4-4-2): ჟილე, დარმიანი, გლიკი, როდრიგესი, დ’ამბროზიო, ჩერჩი, გაცი, ბრიგი, სანტანა (ბირსა 61), მეჯორინი (ბიანკი 57), ბარეტო (ჟონათასი 81).
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.
ლაციო (4-1-4-1): მარკეტი, პერეირინია, კანა, სიანი, რადუ, ლედესმა, კანდრევა, გონსალესი (ბიავა 79), ონაზი (საა 83), ლულიჩი, კოზაკი (ედერსონი 80).
მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი.
გოლი: 1:0 ჟონათასი (82).
გაფრთხილებები: გლიკი 4, ჩერჩი 16 - სიანი 15.
გაძევება: სიანი 16.
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო.
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 7 (3)-4 (3), კუთხური: 2-2, თამაშგარე: 2-0, სეივი: 2-3, ჯარიმა: 20-18.
რომა-პარმა 2:0 (1:0)
რომი, “ოლიმპიკო” 38000
რომა (3-4-1-2): სტეკელენბურგი, მარკინიოსი, ბურდისო, კასტანი, ფლორენცი, ტაჩციდისი (ბრედლი 67), პეროტა (ტადეი 87), მარკინიო (ბალძარეტი 83), დე როსი, ლამელა, ტოტი.
მწვრთნელი: ანდრეა ანდრეაცოლი.
პარმა (3-4-1-2): მირანტე, ბენალუანე, პალეტა, ლუკარელი, როზი, ამპუერო (ბიაბიანი 57), პაროლო (გალოპა 87), გობი, ვალდესი, ამაური, სანსონე (ბელფოდილი 75).
მწვრთნელი: რობერტო დონადონი.
გოლები: 1:0 ლამელა (7), 2:0 ტოტი (70).
გაფრთხილებები: როზი 47, ბენალუანე 55, ვალდესი 69.
მსაჯი: კარმინე რუსო.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 11 (7)-9 (4), კუთხური: 7-13, თამაშგარე: 3-0, სეივი: 8-6, ჯარიმა: 6-21.
სამპდორია-ინტერი (გადაიდო)









