ფეხბურთი

3:34 | 8.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელისა და პანდევის დუბლები მხოლოდ თითო ქულას ეყო

სერია A-ში შაბათს გამართული ორივე თამაში ფრედ დასრულდა. ორივე მათგანში, ფავორიტად მიჩნეული გუნდის ფეხბურთელმა დუბლის გაფორმება მოახერხა, მაგრამ ეს საკმარისი მხოლოდ ქულისთვის გამოდგა.

სერია A-ში 5-მატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტის შემდეგ, „მილანი“ „ლივორნოს“ ეწვია და მეტოქის ძალზე ცუდ ფორმაში ყოფნის მიუხედავად, მხოლოდ ქულას დასჯერდა. ანგარიში, მარცხენა ფლანგზე კაკას კარგი თამაშის შემდეგ, ბალოტელიმ გახსნა. „ლივორნომ“ პირველივე ტაიმში, სილიგარდის შორეული დარტყმით გაათანაბრა. 58-ე წუთზე, სილიგარდი უკვე ასისტენტის როლში მოგველვინა, როდესაც მან პაულინიოს გაატანინა. აღვნიშნავთ, რომ მასპინძელთა ორივე გოლის დროს, არადამაჯერებლად გამოიყურებოდა „,მილანის“ 21 წლის მეკარე გაბრიელი.

„მილანს“ ქულა ბალოტელიმ მოუტანა. 83-ე წუთზე, მან საჯარიმო დარტყმა კარგად შეასრულა. ეს ბალოტელის მიერ 2013 წელს სერია A-ში გატანილი მე-18 გოლია და ის ამ მაჩვენებლით ლიდერია.

2:0 დაწინაურების მიუხედავად, ქულას დასჯერადა „ნაპოლი“. „უდიენზეს“ კარი 2-ჯერ გორან პანდევმა აიღო. მაკედონიელ ფეხბურთელს, მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 13 თამაშში უკვე 6 გოლი დაუგროვდა. 2012-13 წლებში, მან ამდენივე გოლი 33 თამაშში გაიტანა, ხოლო 2011-12 წლების სეზონში, პანდევს 6 გოლის გასატანად 30 თამაშის ჩატარება დასჭირდა.

„უდინეზემ“ ანგარიში ფერნანდესების გოლებით გაათანაბრა. 45-ე წუთზე, ფედერიკო ფერნანდესმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ხოლო 70-ე წუთზე, კაბრალის კარში გოლი უკვე ბრუნო ფერნანდესმაც გაიტანა. ამ გოლიდან ერთ წუთში ჯემაილიმ წინ კვლავ „ნაპოლი“ გაიყვანა, მაგრამ მე-80 წუთზე, ბასტამ ქულების გამყოფი გოლის გატანა მოახერხა.

 

ლივორნო-მილანი 2:2 (1:1)

ლივორნო, “არმანდო პიჩი” 11000

ლივორნო (4-1-3-2): ბარდი, სკატარელა, კოდა, ჩეკერინი, მბაიე (ლამბრუგი 90+2), ემერსონი, ბიაჯანტი, ლუცი, დუნკანი (რინაუდო 90+4), სილიგარდი (გრეკო 76), პაულინიო.

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა.

მილანი (4-2-3-1): გაბრიელი, პოლი (დე შილიო 76), საპატა, მექსე, ემანუელსონი, მონტოლივო, დე იონგი, ნოჩერინო (ნიანგი 60), კაკა, ბირსა (ელ შაარავი 38), ბალოტელი.

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

გოლები: 0:1 ბალოტელი (7), 1:1 სილიგარდი (26), 2:1 პაულინიო (58), 2:2 ბალოტელი (83).

გაფრთხილებები: ბიაჯანტი 9, კოდა 20, ემერსონი 31, პაულინიო 70, მბაიე 77 - ელ შაარავი 52, მექსე 90.

მსაჯი: მარკო გუიდა.

ბურთის ფლობა: 33%-67%, დარტყმა: 17 (7)-11 (5), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 4-1, სეივი: 3-5, ჯარიმა: 14-10.

 

ნაპოლი-უდინეზე 3:3 (2:1)

ნეაპოლი, “სან პაოლო” 42000

ნაპოლი (4-2-3-1): კაბრალი, მაჯო, ფერნანდესი, ალბიოლი, რევეილერი (არმერო 81), ჯემაილი (ბეჰრამი 78), ინლერი, კალიეხონი, პანდევი (მერტენსი 74), ინსინიე, იგუაინი.

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.

უდინეზე (3-4-2-1): ბრკიჩი, ორტო (მაიკოსუელი 68), დანილო, დომიცი, ბასტა, ალანი, ლაცარი, გაბრიელი, პერეირა, ფერნადნესი (ნალდო 84), ლოპეს ალონსო (ზილინსკი 80).

მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.

გოლები: 1:0 პანდევი (38), 2:0 პანდევი (41), 2:1 ფერნანდესი (45, ს.კ.), 2:2 ფერნანდესი (70), 3:2 ჯემაილი (71), 3:3 ბასტა (80).

გაფრთხილებები: ალბიოლი 35, ფერნადესი 48, პანდევი 52, ჯემაილი 75 - ფერნანდესი 63, დომიცი 88.

მსაჯი: ანდრეა გერვაზონი.

ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 12 (6)-17 (7), კუთხური: 10-8, თამაშგარე: 2-4, სეივი: 4-3, ჯარიმა: 12-13.

0.0949