ჩეხი ფეხბურთელი მილან ბაროში სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას ოსტრავის “ბანიკში” გააგრძელებს.
“ბანიკის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 31 წლის თავდამსხმელმა კლუბთან კონტრაქტი 2014 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. თუმცა, მის ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის თანახმად ბაროშს კლუბის დატოვება იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ სხვა ქვეყნის კლუბიდან საინტერესო წინადადება ექნება.
ბაროში 2008-2012 წლებში თურქულ “გალათასარაიში” თამაშობდა, სადაც 116 მატჩში 63 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, მან კარიერა “ბანიკში” დაიწყო, რომლის რიგებშიც 1998-2001 წლებში 76 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 26-ჯერ აიღო.







