ფეხბურთი

18:54 | 14.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსას” “ფანმა” “რეალის” გულშემატკივარი მოკლა

არაბული გამოცემა Al Zaman-ი იუწყება, რომ ორშაბათს, დასახლება მადაენში, რომელიც ბაღდადიდან 30 კილომეტრის სამხრეთით მდებარეობს, საფეხბურთო ნიადაგზე სისხლიანი დრამა მოხდა.  “ბარსელონას” ერაყელი “ფანი” ფეხბურთზე კამათის დროს, ისეთი გაცხარებით უმტკიცებდა მისი ფავორიტი გუნდის “რეალზე” უპირატესობას მეგობარს, რომელიც მადრიდელთა გულშემატკივარი იყო, რომ საქმეში დანაც ჩართო. მან მეგობარს ყელი გამოჭრა და სხეულის მძიმე დაზიანება რამდენჯერმე მიაყენა, რის შედეგად, “რეალის” ქომაგი გარდაიცვალა.  ადგილობრივებმა დამნაშავე სასწრაფოდ დააპატიმრეს და პოლიციას გადასცეს. ამჟამად, ის დაკავებულია და სასამართლოს ელის. აღსანიშნავია, რომ ერაყში მსგავში შემთხვევა პირველად არ მომხდარა. ერთი წლის წინ, ხსენებული კლუბების “ფანებმა” ერთმანეთში სისხლიანი გარჩევა მოაწყვეს.   

თეგებიბარსა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173292