ფეხბურთი

13:30 | 1.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსას” გულშემატკივრებს კასილიასი სურთ

კატალონიის “ბარსელონას” გულშემატკივართა უმრავლესობას ვიქტორ ვალდესის შემცვლელად მადრიდის “რეალის” კაპიტანი იკერ კასილიასი სურს. გამოკითხვა Sport.es-მა ჩაატარა, საიდანაც გაირკვა, რომ კატალონიელი “ფანების” 91%-ი კასილიასს უჭერს მხარს.

მოგეხსენებათ, ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ტრავმირებულია და მის ნაცვლად მადრიდელთა კარს დიეგო ლოპესი იცავს. მანამდე, ესპანელი ჟურნალისტები კასილიასისა და მოურინიოს კონფლიქტის შესახებ აქტიურად საუბრობდნენ და არცთუ უსაფუძვლოდაც – რამდენიმე მატჩში, მოურინიომ სასტარტო შემადგენლობაში ანტონიო ადანი დააყენა, კასილიასი კი, სათადარიგოთა სკამზე დასვა.

ცნობისათვის, 31 წლის ესპანელს “რეალთან” კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.15859