კატალონურ “ბარსელონას” ახალწვეული მეკარე მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი გაურკვეველი ვადით გამოაკლდა. გერმანელმა გოლკიპერმა წვრთნისას ზურგის ტრავმა მიიღო და დასვენება მოუწევს.
ტერ-შტეგენს უსახლოეს დღეებში სკურპულოზურ სამედიცინო გამოკვლევას ჩაუტარებენ და ტრავმის სიმძიმეს ამის შემდეგ გაირკვევა. ექიმები იმედოვნებენ, რომ ალემანი მეკარე მალე ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს განაახლებს, შემდეგ კი გუნდსაც შეუერთდება.





