ფეხბურთი

15:35 | 28.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსას” “სიტის” ნახევარმცველი სურს

კატალონიის “ბარსელონა” “მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდა ნახევარმცველის – დენის სუარესის შეძენითაა დაინტერესებული. ამის შესახებ Marca იუწყება.

“ქალაქელებმა” 19 წლის ესპანელი 2011 წელს, ვიგოს “სელტადან” გადაიყვანეს, მაგრამ მას შემდეგ, ნახევარმცველი გუნდში დამკვიდრებას ვერ ახერხებს. “ბარსას” სუარესის სამშობლოში დაბრუნება სურს, მაგრამ ტრანსფერს ფეხბურთელს სატრანსფერო ღირებულება ართულებს. რამდენადაც ცნობილია, მისი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხის რაოდენობა საკმაოდ სოლიდურია.

აღსანიშნავია, რომ “ვალენსიას”, “სევილიას”, “ესპანიოლსა” და კიდევ რამდენიმე კლუბს სუარესის იჯარით აყვანა სურთ.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09862