კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობა და თავდამსხმელი ლიონელ მესი ახალ კონტრაქტზე თითქმის შეთანხმდნენ. “მარკას” ინფორმაციით, მხარეები მოქმედ ხელშეკრულებას მაისში გაახანგრძლივებენ.
კატალონიელებს არგენტინელის საიმიჯო უფლებების ნახევარი სურდათ და ამის გამო, მოლაპარაკების პროცესმა დიდ ხანს გასტანა. საბოლოოდ, კლუბი დათმობაზე წავიდა საიმიჯო უფლებებზე უარი თქვა.
ახალი კონტრაქტის ძალით, ლეო მესის წლიური ანაზღაურება 20 მილიონი ევრო იქნება.







