ხორვატი ნიჭიერი ნახევარმცველი ალენ ჰალილოვიჩი კატალონიის “ბარსელონაში” ოფიციალურად ჩაირიცხა.
ბარსელონელები ზაგრების “დინამოს” 17 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე ჯერ კიდევ მარტში მოელაპარაკენ, ხოლო საბოლოოდ გარიგება ახლა გააფორმეს.
კატალონელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ჰალილოვიჩმა კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გააფორმა. უახლოეს სეზონს ხორვატი “ბარსელონა B”-ში გაატარებს.
“ეს დიდი დღეა და ძალიან მიხარია. მე “ბარსელონას” “ფანი” ვარ და ამ კლუბის შესახებ ყოველთვის ყველაფერი ვიცოდი” – თქვა ჰალილოვიჩმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.






