საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ექსმეკარე ფაბიან ბარტეზი “პარი სენ ჟერმენში” მთავარი მწვრთნელის ლორან ბლანის თანაშემწედ იმუშავებს.
ფრანგული გამოცემა L'Equipe-ს ინფორმაციით, 42 წლის ბარტეზი ფრანგულ კლუბში მეკარეებს გაწვრთნის. აღსანიშნავია, რომ აქამდე მას მწვრთნელად არ უმუშავია. მეტიც, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ბარტეზი მოტოსპორტს მისდევდა.









