ჩოგბურთი

14:37 | 18.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ასტანური ტურნირის მერვედფინალშია

ყაზახეთის ქალაქ ასტანაში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში 2 ქართველი ჩოგბურთელი ჩაება. “ასტანა ჩელენჯერში”, რომლის საპრიზო ფონდიც 75 ათასი დოლარია, ძალებს ნიკოლოზ ბასილაშვილი და ალექსანდრე მეტრეველი სცდიდნენ.

ქართველები საკვალიფიკაციო ბადეში მოხვდნენ და ის წარმატებულად განვლეს. მე-3 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა პირველ რაუნდში დაისვენა, შემდეგ კი ყაზახ ბოლატ მამირს და ბელარუს ილია ივაშკას, შესაბამისად, 6:1, 6:2 და 6:4, 7:6 (7:4) სძლია.

ძირითად ბადეში ნიკოლოზი რუს ასლან კარაცევს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 6:3, 3:6, 7:6 (7:3) დაამარცხა. მერვედფინალში საქართველოს პირველი ჩოგანი მე-3 ნომრად განთესილ რუს კონსტანტინ კრავჩუკს და ფრანგ ჟიულ მარის შორის უმჯობესს შეერკინება.

სამწუხაროდ, ბრძოლას უკვე გამოეთიშა მეტრეველი, რომელმაც კვალიფიკაციაში უზბეკი სარდორ პულატოვი (6:2, 6:3), მე-8 განთესვის მქონე რუსი ანდრეი რუბლევი (6:4, 6:4) და ყაზახი საგადატ აიაპი (6:2, 6:2) დაამარცხა.

ძირითად ბადეში ქართველი ჩოგბურთელი მე-7 რეიტინგის მქონე რუს ალექსანდრე კუდრიავცევს გადაეყარა და 5:7, 3:6 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098665