ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლონეთის ქალაქ შჩეცინში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ძირითად ბადეში ჩაერთო, თუმცა, პირველივე შეხვედრა წააგო.
PEKAO SZCZECIN OPEN-ის (საპრიზო ფონდი 106 500 ევრო) საწყის რაუნდში ბასილაშვილი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ფილიპ დავიდენკოს (რუსეთი) გაეჯიბრა და 6:2, 4:6, 4:6 დამარცხდა. ცნობისთვის, ფილიპი ცნობილი რუსი ჩოგბურთელის ნიკოლაი დავიდენკოს ძმისშვილია და ამჟამად, მსოფლიოს 440-ე ჩოგანია.
შეგახსენებთ, რომ თავად ნიკოლოზს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (AთP) რეიტინგში 219 ქულა გააჩნია და 223-ე ადგილზე იმყოფება. ქართველ ჩოგბურთელს საუკეთესო მაჩვენებელი მიმდინარე წლის ივლისში ჰქონდა, როდესაც 198-ე პოზიციას უწია.









