ჩოგბურთი

14:42 | 18.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი გაბაშვილთან დამარცხდა

თურქულ ესქიშეჰირში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 42 500 დოლარი) მერვედფინალში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი რუსეთის სახელით მოთამაშე თეიმურაზ გაბაშვილს (მე-3 განთესვა) დაუპირისპირდა და მართალია, პირველ სეტში იმარჯვა, საბოლოოდ, მაინც მარცხი განიცადა – 6:3, 3:6, 3:6.

“ესქიშეჰირს ქაფის” მე-2 რაუნდში გასვლის წყალობით, ბასილაშვილმა 7 სარეიტინგო ქულა და 730 დოლარი გამოიმუშავა. შეგახსენებთ, რომ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციაში ნიკოლოზს 137 ქულით 314-ე ადგილი უკავია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.189527