ავტოსპორტი

21:37 | 21.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბატონის აზრით, „ფერარის“ საუკეთესო მანქანა აქვს

 

ფორმულა 1-ის პილოტების უმეტესობა თვლის, რომ ახალ სეზონშიც, ყველაზე სწრაფი მანქანა „რედ ბულს“ ექნება. თუმცა სულ სხვანაირად ფიქროს მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონი, ბრიტანელი ჯენსონ ბატონი, რომელიც ბარსელონაში ჩატარებული ტესტების შემდეგ თვლის, რომ საუკეთესო მანქანა „ფერარის“ აქვს.

რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ტესტებისას მანქანებში სხვადასხვა რაოდენობით საწვავი ასხია, ისინი სხვადასხვა სიმყარის საბურავებს იყენებენ და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ტესტების დროს, სხვადასხვა მიზანი აქვთ. ზოგისთვის (აუტსაიდერებისთვის) ყველაზე მნიშვნელოვანი პოტენციური სპონსორებისთვის თავის მოწონებაა. ზოგი (მოწინავეები) კი მხოლოდ მანქანის სრულყოფაზე მუშაობს და მათ წრის სწრაფად გავლა ჯერ არ აინტერესებთ.

ბატონი კი თავის განსხვავებულ მოსაზრებას იმით ამართლებს, რომ მისი აზრით, ტესტების დროს, ტრასაზე ხანგრძლივად ყოფნისას, ყველაზე სტაბილური და უკეთესი დროები „ფერარის“ პილოტებს აქვთ. ამას კი რბოლების დროს დიდი მნიშვნელობა ექნება.

„ვინმეს სჯერა, რომ „ფერარი“ „რედ ბულზე“ ექვსი მეათედი წამით ნელია? სამაგიერომ, ხანგრძლივ გარბენებზე „ფერარის“ მანქანები სხვებზე ორი წამით სწრაფები იყვნენ. და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს“ -განაცხადა ბატონმა ბარსელონაში, შაბათის ტესტების შემდეგ ბიბისისთან საუბრისას. ამ ტესტების ბოლოს, „ფერარის“ ესპანელი ფერნანდო ალონსო (ფოტოზე) „რედ ბულის“ გერმანელ სებასტიან ფეტელს სწორედ 0.6 წამით ჩამორჩა.

თავად ალონსო და ფეტელი თვლიან, რომ სეზონის წინა ტესტებზე ნაჩვენები შედეგებისადმი ყურადღების მიქცევა არ ღირს და რომ მანქანების რეალური შესაძლებლობა მხოლოდ პირველი ეტაპის რბოლებისას გამოჩნდება. თუმცა, საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად, ბატონს თავისი არგუმენტები აქვს:

„რა თქმა უნდა, ახლა იმაზე ლაპარაკი ძნელია, თუ ვინ რითაა დაკავებული და რა დონეზე მოემზადა სეზონისთვის. მაგრამ ინტერესს მრბოლების სტაბილურობა იწვევს. სწორედ ამ შემთხვევაში ჩანს, რამდენად კარგია მანქანა. „ფერარი“ ძალიან სტაბილურია, მაგრამ ამ მხრივ, სხვა გუნდებიც ქებას იმსახურებენ. რედ ბულის“ მქანანაც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა არა იმდენად კარგს, როგორც „ფერარი“.

 

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://formula1ge.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094073