ფეხბურთი

18:45 | 19.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმელებმა ირანელებთან წააგეს, უზბეკებს კი მოუგეს

ბათუმის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე ორი ამხანაგური მატჩი გამართა. მათ 1:4 წააგეს ირანის ჩემპიონატის მეორეადგილოსან "პერსოპოლისთან", ხოლო უზბეკეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ "ბუნიოდკორს" 1:0 სძლიეს. "ბუნიოდკორი" ამჟამად მეოთხე ადგილზეა ქვეყნის ჩემპიონატში, რამდენიმე წლის წინ კი ყველას აოცებდა ფინანსური შესაძლებლობებით – ამ კლუბს ჰყავდა ლეგენდარული რივალდო, ხოლო მწვრთნელად ლუიშ ფელიპე სკოლარი. 

ბათუმის "დინამო" – "პერსეპოლისი" (ირანი) 1:4

გოლი: ჩირიკაშვილი

ბათუმელთა შემადგენლობა: ალავიძე, ქორიძე, მგელაძე, ტეტუნაშვილი, სუხიაშვილი, შონია, მახარაძე, მუჯირი, ჩირიკაშვილი, კაკალაძე (პაჭკორია), ზივზივაძე 

ბათუმის "დინამო" – "ბუნიოდკორი" (უზბეკეთი) 1:0

გოლი: ბერიაშვილი

ბათუმელთა შემადგენლობა: ტაკიძე, ქორიძე, ტეტუნაშვილი, ქათამაძე, მაკარიანი, ვარშანიძე, გოგიტიძე, თევდორაძე (მახარაძე), აშბა, პაჭკორია (ჩირიკაშვილი), ბერიაშვილი (კაკალაძე)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.178775