ჭიდაობა

17:23 | 18.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმში თავისუფლების დღეები იწყება

19-20 თებერვალს, ბათუმი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს მედლები პირველ-ოთხ წონით კატეგორიაში – 50, 55, 60 და 66 კილოგრამებში გათამაშდება, მეორე დღეს – 74, 84, 96 და 120 კილოგრამებში.
“დღეს საღამოს, შაბათს მოჭიდავე ოთხი წონის აწონვა შედგება. წინასწარი ეტაპის შეხვედრები 11 საათიდან დაიწყება. 17 საათზე გახსნის ცერემონიალი გაიმართება და მას ფინალური ორთაბრძოლები მოჰყვება. ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოს ყველა რეგიონის გუნდი მიიღებს. ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით, აწუხებს თუ არა ახალგაზრდული ნაკრების რომელიმე წევრს ისეთი ტრავმა, რომ ხალიჩაზე გასვლა ვერ შეძლოს. ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა დაზუსტებული, რომ მწვრთნელთა საბჭოსა და ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მსოფლიოს ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს დასვენების ნება დართეს” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, მალხაზ ჯორბენაძემ.

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.141162