“ბაზელი” უეფას ევროპის ლიგის ორივე მეოთხედფინალურ მატჩს “ვალენსიის” წინააღმდეგ თავდამსხმელ მარკო შტრელერის გარეშე ჩაატარებს. ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. შვეიცარიული კლუბის კაპიტანმა “ლუცერნთან” გამართულ სათასო დაპირისპირებაში საზარდულის ტრავმა მიიღო და ექიმების წინასწარი დიაგნოზით მწყობრში ჩასადგომად რამდენიმეკვირიანი მკურნალობა დასჭირდება.
უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფში “ბაზელი” ჩემპიონთა ლიგიდან გადაერთო. მერვედფინალურ მატჩებში შტრელერმა სამი გოლი გაიტანა.







