ბელა ხოტენაშვილისთვის 2013 წელი, რომელიც უკვე დასასრულს უახლოვდება, განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა. გასული პერიპეტიების შესახებ ქართველმა მოჭადრაკემ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ისაუბრა.
- ბელა, პირველ რიგში გილოცავ წლევანდელ წარმატებულ
- წლევანდელი ინდივიდუალური შედეგებით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. წელი წარმატებულად საფრანგეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირებში ასპარეზობით დავიწყე.
- წლევანდელი შედეგებიდან განსაკუთრებით ალბათ გრან-პრის ეტაპებს გამოყოფდი...
- ვინაიდან, ქალთა გრან-პრის დებიუტანტი და სატურნირო რეიტინგ-სიის მეშვიდე ნომერი ვიყავი, გათამაშების პირველ ეტაპზე მხოლოდ ხუთეულში მოხვედრა მქონდა დაგეგმილი. თუმცა, გირიასთან ფსიქოლოგიურ ასპექტში გადამწყვეტი გამარჯვების შემდეგ, როდესაც ძალიან რთული პოზიცია მოვიგე, საკუთარი ძალების ვირწმუნე და მაღალ შედეგზეც დავიწყე ფიქრი.
შვეიცარიული გამარჯვების შემდეგ, დილიჟანსში გარკვეული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვასპარეზობდი და ვერ შევძელი მობილიზება.
შემდეგი ეტაპი ტაშკენტი იყო. იქ უკვე ემოციურად თავისუფალი ვიყავი და დილიჟანის წარუმატებლობის შემდეგ რეაბილიტირება მოვახდინე. აქედან გამომდინარე, მეორე ადგილს უკვე დიდ წამატებად ვთვლი.
- ახლახან დასრულებულ ევროპის ქალთა გუნდურ ჩემპიონატზე რას იტყოდი?…
- ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ჩემი მეოთხე დაფაზე ასპარეზობა გუნდის კაპიტნის ერთგვარი სტრატეგიული გათვლა იყო და ექსპერიმენტმაც მეტნაკლებად გაამართლა. ჩემს დაფაზე ვერცხლის მედალი ავიღე და ლამაზი პარტიისთვის პრიზიც დავიმსახურე.
ისევე, როგორც ყველა მოჭადრაკისთვის ჩემთვისაც განსაკუთრებით სასიამოვნოა როდესაც ყველაზე ლამაზი პარტიისთვის გაძლევენ პრიზს. საკმაოდ მოულოდნელი იყო როდესაც დახურვაზე გამოაცხადეს ჩემი გვარი და დაჯილდოების ნომინაცია. ისიც მინდა ავღნიშნო, რომ საჭადრაკო კარიერაში პრიზი ლამაზი პარტიისთვის პირველად ავიღე.

17. d5! (d5-ის სემდეგ უკვე ძნელია შავიბისთვის სწორი თავდაცვის პოვნა) 17... cd 18. ed მ: d5

25.ე: e7 + (ამ სვლის შემდეგ შავებს ზედმეტი ეტლი ჰყავთ, მაგრამ საშამათო შეტევისგან თავდაცვას ვეღარ ახერხებენ). მფ : e7
- 2013
- 2013
- უახლოესი სამომავლო გეგმები როგორია?
- 2014 წლის იანვარში ჰიბრალტარში დაგეგმილ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში ვაპირებ მონაწილეობის მიღებას, ხოლო 17 თებერვლიდან საქართელოს ქალთა 71-ე ჩემპიონატში ჩავებმები.







