ფეხბურთი

22:33 | 20.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ბენდელას თასზე" გამარჯვებული გამოვლინდა

  დღეს "ბენდელას თასის" ფინალური მატჩი გაიმართა. ერთმანეთს "ვიტ ჯორჯია" და თბილისის "დინამოს" დუბლები დაუპირისპირდნენ.

 მატჩი საინტერესო და უშეღავათო ორთაბრძოლის ფონზე წარიმართა. პირველ ტაიმში "ვიტ ჯორჯია" უკეთ გამოიყურებოდა და რამდენიმე მწვავე იერიში განახორციელა  დინამოელთა კართან, რასაც მეტოქემ კონტრიერიშებით უპასუხა, თუმცა ტაიმი მშრალი ანგარიშით, 0:0 დასრულდა.

 შეხვედრის 55-ე წუთზე პენალტი "ვიტ ჯორჯიას" კარში დაინიშნა, რომელიც უზადოდ შეასრულა მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშე არჩილ მესხმა 1:0.

ვიტელები მალევე მოეგნენ გონს და უფრო მწვავედ შეუტიეს მეტოქეს, რამაც შედეგი გამოიღო. გოლის გაშვებიდან ათიოდე წუთში გიორგი გეთიაშვილმა ანგარიში გაათანაბრა.

 მატჩის დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა. თერთმეტმეტრიან დარტყმებში კი დინამოელებმა 4:2 სძლიეს მეტოქეს და წლევანდელი "ბენდელას" თასის" გამარჯვებული სწორედ "დინამოს" დუბლები გახდა.

ედემ ელერჯია

0.097072