ლისაბონის “ბენფიკამ” იტალიელი ნახევარმცველი, ბრაიან კრისტანტე გაიფორმა – იუწყება “არწივების” ოფიციალური ვებგვერდი.
19 წლის ფეხბურთელმა, პორტუგალიურ გრანდთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. არაოფიციალური ინფორმაციით, “მილანმა” კრისტანტეში 6 მილიონი ევრო მიიღო.
გასულ წელს, ახალგაზრდა მოთამაშემ, იტალიის ჩემპიონატში 3 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. კრისტანტე ძირითადად “მილანის” ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა.
ირაკლი ალიმბარაშვილი





