თურქეთის ქალაქ ტრაბზონში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, საქართველოს ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა გუნდმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ფესტივალის გამარჯვებული ძიუდოისტი - ბექა ღვინიაშვილი გახდა, რომელმაც 28 ივლისს 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველა მეტოქე ჩამოცილა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა ლატვიელი არტურს სოკოლოვსკისი დაამარცხა, ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელ ალექსანდრ პეტრუნას სძლია, მანამდე კი, ესტონელ მაქსიმ ბაჟუნოვსს და გერმანელ პოლ სოხს სძლია.
ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველ ძიუდოისტთა მონაგარი ჯერჯერობით 1 ოქროსა და 3 ბრიჯაოს მედალია. ბრინჯაოს მედლები 73 კგ-ში ლევან გუგავამ, 66-ში გიორგი მუზაშვილმა და 60-ში თამაზ კირაკოზაშვილმა მოიპოვეს.
რაც შეეხება სპორტის სხვა სახეობებს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები მძლეოსნობაში, ცურვაში, ჩოგბურთსა და ველოსპორტში ცდიან ძალებს, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური







